მომხმარებლის მხარდაჭერის ახალი სტანდარტი რეკრუტინგის სამყაროში

დღეს, მომხმარებლებს მხოლოდ შაბლონური პასუხები აღარ ჰყოფნით, ისინი  ნამდვილ მხარდაჭერას ელიან, მყისიერად ხელმისაწვდომ ინფორმაციას და პარტნიორობაზე დამყარებულ ურთიერთობას. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა წარმატების (Customer Success) ცნება სულ უფრო მეტად იქცევა არა მხოლოდ პრობლემების მოგვარებად, არამედ ინტელექტუალურ, პროაქტიულ გამოცდილებად, რომელიც მომხმარებლებს მათი მიზნების მიღწევაში ეხმარება.

Helio AI-ში ჩვენ ეს ცვლილება როგორც განვითარების ბუნებრივი ეტაპი ისე მივიღეთ. ჩვენი მისია ყოველთვის იყო შერჩევის პროცესის გონივრულად გამარტივება და იგივე მიდგომა გვაქვს მომხმარებლების მხარდაჭერისა და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიმართულებითაც.

როგორ იცვლება მომხმარებელთა გამოცდილება

თანამედროვე მომხმარებლები სულ უფრო მეტს ელიან. PwC-სა და Gartner-ის მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ­ 2025 წელს ორგანიზაციების 73%-მა უკვე გადახედა მომხმარებელთა მხარდაჭერის სტრატეგიებს.ასევე, მომხმარებელთა პრობლემების მხოლოდ 14%-ის მოგვარება ხდება სრულად თვითმომსახურების გზით, რაც მიუთითებს, რომ მომხმარებლებს კვლავ სჭირდებათ უფრო ჭკვიანი, ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული დამხმარე ხელსაწყოები. ამჟამად, მომხმარებელთა გამოცდილების 51% იწყება მესამე მხარის პლატფორმებზე, როგორიცაა Google, YouTube ან ChatGPT, რაც ადასტურებს, რომ ინფორმაცია და მხარდაჭერა უნდა არსებობდეს იქ, სადაც მომხმარებლები უკვე იმყოფებიან, იმავე სოფტში, სადაც მუშაობენ.

ამ მაგალითებიდან გარკვევით ჩანს, რომ მხარდაჭერის სტანდარტები მკვეთრად იცვლება. წარმატებული კომპანიები იქ უნდა იყვნენ, სადაც მათი მომხმარებლები არიან. უნდა ქმნიდნენ სწრაფ, ინტელექტუალურ და ადამიანზე ორიენტირებულ გამოცდილებას.

რას ნიშნავს ეს Helio AI-თვის

ჩვენი გუნდი ამ ცვლილებებს სამი ძირითადი პრინციპით ითვალისწინებს:

  1. პროაქტიულობა - მომხმარებლის საჭიროებების წინასწარ განსაზღვრა მანამ, სანამ ისინი პრობლემებად იქცევიან.

  2. ინტელექტუალური პერსონალიზაცია - თითოეული მომხმარებლის უნიკალური სამუშაო პროცესისა და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მორგება.
  3. ადამიანი + AI – სადაც ხელოვნური ინტელექტი არ ცვლის ადამიანებს, არამედ აძლიერებს მათ.

გაიცანით - Helio-ს AI აგენტის ახალი საფეხური

ამ ხედვის ფარგლებში, Helio-ს პლატფორმაში ინტეგრირებულ AI აგენტს ამიერიდან აძლიერებს  RAG (Retrieval-Augmented Generation), რომელიც ჰელიოს მხარდაჭერის გუნდთან ერთად ეხმარება მომხამრებლებს.  

„როგორ შევქმნა ჰელიოში ახალი ვაკანსია?“

„შემიძლია კანდიდატებს შეხვედრა სისტემიდან ჩავუნიშო?

“უკუკავშირი ერთდროულად მეილით და sms-ით გავაგზავნო?“

აგენტისგან კი იღებ მყისიერ, ზუსტ პასუხს რეალურ დროში მონაცემებზე დაყრდნობით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

Gartner-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლისთვის, მომხმარებელთა გამოცდილების ლიდერების 85% AI გადაწყვეტილებების მიმღები ხელსაწყოების შესწავლას ან დანერგვას გეგმავს.

Helio.AI-ში ჩვენ გვესმის, რომ ტექნოლოგიური ინოვაცია უნდა იყოს ერთიანი გზით დაკავშირებული მხარდაჭერის პროცესთან. მესამე მხარის პლატფორმებიდან დაწყებით, თვითმომსახურებით ბოლო ეტაპამდე. RAG-ის ინტეგრირება საშუალებას გვაძლევს, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ არა მხოლოდ უბრალოდ პასუხი, არამედ სწორი პასუხი, სწორი დროს, სწორი არხით.

ადამიანისა და AI-ს ერთობლივი მუშაობა_ეს არის Helio-ში მხარდაჭერის მომავალი.

დაჯავშნე დემო და გაიგე მეტი.