Countman: ეფექტური პარტნიორობა

Countman, ქართულ ბაზარზე 2024 წლის ივნისიდან ოპერირებს ე და აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურებას 150-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს.
“ჩვენი მისია, იმ მცირე, საშუალობიზნესებისა და სტარტაპების ნეგატიური გამოცდილებისგან გათავისუფლებაა,რომლებისთვისაც საბუღალტრო ოპერაციების წარმოება რთულ, კომპლექსურ პროცესთანაადაკავშირებული, რაც სამომავლოდ მთავარი მიზნებისკენ სწრაფვასა და განვითარებაზეფოკუსირებას ართულებს.ყურადღება გაამახვილონ” - გვიზიარებს ქაუნთმენის COO, ირაკლი დათიშვილი.
გუნდი და კორპორაციული კულტურა
Countman-ის გუნდი ფარავს ბუღალტერიას, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვას, კორპორატიულ გაყიდვებს, იურიდიულ, შიდა აუდიტის და აიტი დეპარტამენტებს.
სხვა სტრუქტურული ერთეულებიკომპანიას აუთსორსზე აქვს გატანილი 33 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდით კი ქმნიან კონკურენტუნარიან და კომფორტულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია.
“თითოეული გუნდის წევრის როლი მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ თავისუფლი გარემო აქვთ, რაც იდეების და გამოცდილებების ერთმანეთთან გაზიარებას ხელს უწყობს. ჩვენი მიზანი თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული ზრდაა, რაც კომპანიის საერთო განვითარებაზე აისახება. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას.” - გვიზიარებს ირაკლი.
მუდმივი განვითარება და შერჩევის პროცესი
კომპანიის პორტფელის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, თანამშრომელთა რაოდენობაც იზრდება. ქაუნთმენისთვის "სწორი" კანდიდატი არის ის, ვინც მუდმივად განვითარებისთვის მზადაა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები, რასაც ჩვენს ახალ თანამშრომლებში ვეძებთ, არის მოტივაცია, მიზანდასახულობა და პროგრესული მიდგომა.”
თანამშრომლების შერჩევისპროცესში დეპარტამენტების ხელმძღვანელები არიან ჩართული, ისინი განსაზღვრავენ, რომელი მიმართულებით არის საჭირო ახალი თანამშრომლის დამატება.
“ჩვენს ასისტენტს ენიჭება ტექნიკური პასუხისმგებლობა, ხოლო უშუალოდ მე ვკურირებ სტრუქტურიზებული პროცესის ზედამხედველობასა და ეფექტურობას, რათა
კომპანიაში ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ძველი მიდგომები ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც პროცესების ეფექტურ მართვას, მონაცემების ანალიზსა და ოპერაციების ავტომატიზაციას სჭირდება.
პარტნიორობა Helio-სთან
“ჰელიოს შესახებ სოციალური პლატფორმებიდან შევიტყვე. საწყის ეტაპზევე, გუნდში დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამ დროს დაიგეგმა პირველი შეხვედრა, რის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ თანამშრომლობა აუცილებლად შედგებოდა.” - ამბობს ირაკლი.
სისტემა იმაზე უფრო ეფექტური და სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. განსაკუთრებით გამოვარჩევდი დროის დანახარჯის შემცირებას სხვადასხვა ეტაპზე — ავტომატიზირებული ანალიზი, მონაცემების სწრაფი დამუშავება, გადაწყვეტილების მიღების და უკუკავშირის სიმარტივე ის ფაქტორებია, რომლებიც სამუშაო პროცესს გაცილებით ეფექტურს და კომფორტულს ხდის.
პრაქტიკული შედეგები
საბოლოოდ, Helio-მ შერჩევის პროცესი სრულად ავტომატიზირებული გახადა, მნიშვნელოვნად დაზოგა ჩვენი დრო, ენერგია და შრომატევადი ეტაპები გაამარტივა.
Helio-ს პლატფორმა ისეა შექმნილი, რომ მის გამოყენებას არ სჭირდება HR-ის სფეროში სიღრმისეული ცოდნა. ინტერფეისი ვიზუალურად მარტივია, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებს, მათ შორის მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებსაც, თავისუფლად მართონ სისტემა.
ფუნქციები მაქსიმალურად ავტომატიზირებულია და ადვილად გასაგები, ამიტომ Helio მარტივად ასრულებს HR ასისტენტის როლს - ამცირებს ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ზოგავს დროს და ზრდის პროცესების ეფექტურობას.
რჩევა გამოცდილებით
სტარტაპებს, კომპანიის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, რომლებიც ჯერ კიდევ ხელით მართავენ რეკრუტინგის პროცესს, ვურჩევდი დღესვე მოსინჯონ ჰელიოს გამოყენება და საკუთარ პროცესებზე მორგება.
Helio არა მხოლოდ ავტომატიზაციას ახდენს ყოველდღიურ, რუტინულ სამუშაოებზე, არამედ მნიშვნელოვნად ზოგავს რესურსებს - დროის, ფინანსურ და ადამიანურ კაპიტალს - რაც საშუალებას გაძლევთ კონცენტრირდეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბიზნეს იდეების განვითარებაზე და სამომავლო სტრატეგიებზე.
“ჩემი გამოცდილებით, Helio არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც ყოველდღიურად აქვეყნებს ვაკანსიებს - პლატფორმა იდეალურია მათთვისაც, ვინც თვეში ერთხელ ან კიდევ უფრო იშვიათად მართავს შერჩევის პროცესს.”
მომავალი გეგმები
ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია ბუღალტრული სერვისის მაქსიმალურად გამარტივება ბიზნესებისთვის.
სამომავლოდ ვგეგმავთ მომხმარებელთა პორტფელის ზრდას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებას და გუნდის გაფართოებას, რათა უფრო მეტ კომპანიას შევთავაზოთ უნიკალური გამოცდილება — აუთსორსზე ბუღალტრული სერვისის მიწოდება უმაღლესი ხარისხით.
ასევე, ვგეგმავ შიდა პროცესების ტექნოლოგიურ ავტომატიზაციას, ტრანსფორმაციას, რადგან გვჯერა, რომ თანამედროვე ხედვა ხელს უწყობს ბიზნეს მოდელის კიდევ უფრო მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას.
“ამ განვითარების გზაზე Helio მნიშვნელოვანი პარტნიორია — პლატფორმა გვეხმარება დროის რესურსის ოპტიმალურად გამოყენებაში, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი ყურადღება დავუთმოთ კომპანიის სხვა სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას.”