რეკრუტინგის ტენდენციები 2025 წელს - AI და ავტომატიზაცია მოქმედებაში
%20(2).png)
2025 წელს დასაქმების სფერო მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, უამრავი გამოწვევითაა სავსე, რადგან კომპანიებს ახლა უფრო მეტი რესურსის ჩადება უწევთ საუკეთესო კანდიდატების მოზიდვასა და შენარჩუნებაში. იდეალური გამოსავალი კანდიდატების არ არსებობის კრიზისიდან გამოსასვლელად არ არსებობს, მაგრამ 2025-მა წელმა გვაჩვენა უამრავი გზა, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულ პრობლემას გადაჭრის საინტერესო გზები მოვუძებნოთ
დღეს ტექნოლოგიები არამხოლოდ ამარტივებენ კანდიდატების შერჩევის პროცესს, არამედ ამცირებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. AI-ის მეშვეობით შესაძლებელია ათასობით რეზიუმეს მოკლე დროში გადარჩევა, მათი კვალიფიკაციების მიხედვით დახარისხება და საუკეთესო კანდიდატების იდენტიფიცირება. ავტომატიზებული ჩეთბოტები კი უკვე ფართოდ გამოიყენება პირველადი კომუნიკაციისა და წინასწარი სკრინინგისთვის, რაც რეკრუტერებს საშუალებას აძლევს, უფრო სტრატეგიულ ამოცანებზე გადაიტანონ ფოკუსი.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს ამ ტექნოლოგიების დანერგვას, რაც დროთა განმავლობაში ეხმარება მათ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში და რესურსების უფრო რაციონალურად განაწილებაში.
მოდი, მიმოვიხილოთ ტოპ კომპანიები და მათი გამოცდილება ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში:
მასტერქარდი (Mastercard)
2025 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Mastercard-მა პარტნიორობა დაიწყო Phenom-თან, რათა ტალანტების მოძიებისა და შერჩევის პროცესი გაემარტივებინა და დაეხვეწა. მიზანი იყო კანდიდატებისა და შიდა გუნდისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნა, რაც შესაძლებელი გახდა AI-ის, ავტომატიზაციისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით.
Mastercard-მა Phenom-თან თანამშრომლობით დანერგა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტა, მათ შორის: ახალი კარიერის გვერდი,Talent CRM, კამპანიების მართვა, ტალანტების ანალიტიკა და ავტომატიზებული ინტერვიუების დაგეგმვა. ასევე, ჩამოაყალიბა სპეციალიზებული გუნდები რეკრუტინგ მარკეტინგისა და პირდაპირი სორსინგის მიმართულებით, რათა სწრაფად და ეფექტიანად მოიზიდოს შესაბამისი კანდიდატები.
ერთი წლის თანამშრომლობის შემდეგ, Mastercard-მა გაზარდა თავისი ტალანტების ბაზა - 100,000-ზე ნაკლები პროფილიდან 1 მილიონამდე, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც რეკრუტინგ მარკეტინგისა და სორსინგ კამპანიებით შეარჩიეს - 2021 წელს 200-ზე ნაკლები შერჩეული კანდიდატიდან 2023 წელს მონაცემები თითქმის 2,000-მდე გაიზარდა.
ელექტროლუქსი (ElectroLux)
საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო მწარმოებელი Electrolux Group-ი გასულ წელს ტალანტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, რეკრუტინგის პროცესი მთლიანად შეეცვალა და AI-ტექნოლოგია დაეფუძნებინა შვედეთის სათავო ოფისში. პერსონალიზებული კარიერის გვერდი, შიდა ტალანტების ბაზა, ავტომატიზებული კამპანიები და ინტერვიუების დაგეგმვა დაეხმარა რეკრუტერებს სწრაფად და ეფექტურად შეეფასებინათ და შეერჩიათ კანდიდატები.
შედეგები:
● განაცხადების კონვერსია გაიზარდა 84%-ით
● დაუსრულებელი განცხადებები შემცირდა 51%-ით
● აყვანის დრო შემცირდა 9%-ით
● რეკრუტინგის დრო დაიზოგა 20%-ით
● ინტერვიუს დაგეგმვის დრო შემცირდა 78%-ით
თიბისი დაზღვევა
ქართულ ბაზარზე სადაზღვევო სექტორის ლიდერმა, თიბისი დაღვევამ, HR პროცესების ავტომატიაზიისთვის დანერგა პირველი ქართული AI რეკრუტინგ სოფტი - Helio AI, რომლის დამხარებითაც 60%-ით შეამცირა ყოველდღიურ დავალებებზე დახარჯული დრო და საშუალოდ 2-ჯერ გაზარდა შერჩევის ეფექტურობა.
როგორც ქეთი ხითარიშვილი, თიბისი დაზღვევის ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერი ერთ-ერთ ბლოგში გვიყვება, ჰელიოს დახმარებით თიბისი დაზღვევის შერჩევის პროცესის მართვა ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
„კანდიდატების სტატუსების განახლება, გასაუბრებებზე მიწვევა და უკუკავშირის გაცემა ბევრად გაადვილდა, შესაბამისი სტატუსებისა და კომენტარების გამოყენებით, შორთლისტში მოხვედრილი კანდიდატების გაფილტვრა და ეტაპების მართვა ბევრად ეფექტურად შევძელი. Helio-მ შერჩევის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა და ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭირო დრო შემცირდა, მათ შორის შერჩეულ კანდიდატთან მუშაობისას.”
ხელოვნური ინტელექტი ცვლის შერჩევის პროცესს, რეკრუტერებს უფრო ძლიერ ინსტრუმენტებს აძლევს, რაც მათ საუკეთესო კანდიდატების მოძიებასა და დაქირავებაში ეხმარება. თუ ეს ამბები შენთვისაც საინტერესოა დაჯავშნე დემო და გაიგე მეტი.