ჰელიო ჰორიზონტი ევროპის ახალი პროექტის მონაწილეა

საქართველოში, ევროკავშირის Horizon Europe პროგრამის დაფინანსებით, 3 წლიანი პროექტი FORGE-AI დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია ჰელიოა. პროგრამა ფოკუსირებულია ახალგაზრდა AI მკვლევრებისა და კვლევის მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარებაზე. დამატებით პროექტის მიზანია აკადემიურ სექტორს, ინდუსტრიასა და საჯარო უწყებებს შორის ცოდნის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე AI ინოვაციების ხელშეწყობისთვის ეროვნული დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება.
პროექტს ახორციელებს ფართო კონსორციუმი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსხელიშვილის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი უწევს კოორდინაციას. კონსორციუმში ერთიანდებიან ქართველი პარტნიორები - Helio AI, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, GITA, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია,AI Lab Tbilisi და ICARTI. საერთაშორისო პარტნიორები კი გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი (DFKI), ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია), Creative Cluster (საფრანგეთი) და YerevaNN Foundation (სომხეთი) არიან.
2025 წლის ნოემბერში უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება, ორდღიანი ინტენსიური ტრენინგი ახალგაზრდა AI მკვლევრებისთვის, რომელსაც მუსხელიშვილის ინსტიტუტმა უმასპინძლა. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ინოვაციები სმართვის, კვლევის კომერციალიზაციის, AI სტარტაპ ეკოსისტემისა დაპასუხისმგებლობიანი AI-ის განვითარების შესახებ. პროგრამის სასწავლო ნაწილიევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.
ჰელიო პროექტის მონაწილეა, რის ფრგლებშიც მიზნად ისახავს AIტალანტების ახალი თაობის განვითარებას და მათ ინტეგრირებას ერთიან გლობალურ დაევროპულ AI ეკოსისტემაში.
